ultradent
ჯანსაღი ღიმილი!

ულტრადენტი

დაგვიკავშირდით

პროფესიონალი ექიმები


თქვენს სამსახურში

ჩვენ შესახებ

მოგესალმებით

სტომატოლოგიური კლინიკა ულტრადენტი დაარსდა 2004 წელს. ჩვენი დაარსებიდან მოყოლებული, კლინიკა ორიენტირებულია პაციენტის უსაფრთხო მომსახურებაზე და მისი უფლებების დაცვაზე. ჩვენი მიზანია, პაციენტებს მივაწოდოთ მაღალკვალიფიციური დახმარება თანამედროვე მიდგომებითა და უახლესი მასალებით. ულტრადენტში ვცდილობთ ვიყოთ სტომატოლოგიური ინოვაციების წინა ხაზზე. ერთ-ერთი ჩვენი ახალი სერვისი მოიცავს ციფრულ მომსახურებას, მაგალითად, პირის ღრუს სკანირებას და ინფორმაციის კომპიუტერულ დამუშავებას, რაც უზრუნველყოფს ზუსტ და ეფექტურ ზრუნვას ჩვენს პაციენტებზე. ჩვენი მაღალკვალიფიციური გუნდი მზადაა უზრუნველყოს, რომ მიიღოთ საუკეთესო სტომატოლოგიური მომსახურება.

მომსახურებები

ჩვენ გთავაზობთ

ჩვენთვის ხარისხი მნიშვნელოვანია!

ნახე ვრცლად
თერაპიული სტომატოლოგია


ნახე ვრცლად
მხატვრული რესტავრაცია


ნახე ვრცლად
ქირურგიული მომსახურება


ნახე ვრცლად
ბავშთა
სტომატოლოგია


ნახე ვრცლად
ორთოდონტია


ნახე ვრცლად

მომსახურებები

თერაპიული სტომატოლოგია

კარიესი: მოიცავს დაზიანებული კბილის ღრუს მექანიკურ და მედიკამენტოზურ დამუშავებას, შემდგომ მის რესტავრაციას თანამედროვე ჰელიო ბჟენებით. ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ უახლეს ტექნოლოგიებსა და მასალებს, რაც უზრუნველყოფს კბილის მაქსიმალურად დაცვასა და ბუნებრივი იერსახის შენარჩუნებას. კარიესის გართულებები: მოიცავს კბილის ფესვების არხების მექანიკურ და მედიკამენტოზურ დამუშავებას, არხის თანამედროვე შემავსებლებით დაბჟენას (სილერი, გუტაპერჩა და სხვა) და შემდგომ დაზიანებული გვირგვინის რესტავრაციას. ეს პროცესი უზრუნველყოფს კბილის გრძელვადიან დაცვასა და გამაგრებას.

მხატვრული რესტავრაცია

მოიცავს კბილის ფორმის, ფერის და სხვა დაზიანებების აღდგენას მაქსიმალური ესთეტიური მისადაგებით. ჩვენი მიზანია, პაციენტებს მივაწოდოთ მაღალი ხარისხის ესთეტიური მომსახურება, რაც ხელს უწყობს მათ თვითდაჯერებულობასა და ღიმილის სრულყოფას.

ქირურგიული მომსახურება

მოიცავს მარტივ და რთულ ექსტრაქციას, რეტენციული კბილების ექსტრაქციას, იმპლანტაციას, რეზექციას და გინგივექტომიას. ჩვენი ქირურგიული პროცედურები ტარდება მაქსიმალური სიზუსტითა და პაციენტის კომფორტზე ორიენტირებით.

ბავშთა სტომატოლიგია

მოიცავს ქირურგიულ, თერაპიულ და ორთოდონტიულ მომსახურებას. ჩვენი სპეციალისტები უზრუნველყოფენ ბავშვების კბილების ჯანმრთელობასა და სწორ განვითარებას მეგობრულ და უსაფრთხო გარემოში.

ორთოდონტია

მოიცავს მკურნალობას მოსახსნელი აპარატებით, ბრეკეტებით, ელაინერებით და კაპებით. ჩვენ ვთავაზობთ პაციენტებს თანამედროვე ორთოდონტიულ გადაწყვეტილებებს, რაც უზრუნველყოფს კბილების სწორ განლაგებასა და ჯანმრთელ ღიმილს.

ორთოპედიული სტომატოლოგია

მოიცავს მოსახსნელ პროთეზებს (მყარი და ელასტიური), ბიუგელის პროთეზებს ეთეჩმენებით და ინტერლოქებით. ჩვენი პროთეზები შექმნილია მაღალი ხარისხის მასალებით და უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტს. მოიცავს მოუხსნელ კონსტრუქციებს: ცირკონოკერამიკის გვირგვინებს და ხიდებს, პრესკერამიკას და ვინირებს, მეტალოკერამიკის გვირგვინებს და ხიდებს. ჩვენი გამოცდილება და ტექნოლოგიები უზრუნველყოფს პაციენტების კბილების სრულყოფილ ფუნქციურობასა და ესთეტიკას.

კვალიფიციური ექიმები

ექიმი რევაზ ბარბაქაძე

იმპლანტოლოგია,ორთოპედია

ექიმი ნინო ჯანიაშვილი

თერაპია, ქირურგია.

ექიმი ქეთევან ოღრაპიშვილი

ორთოპედია, ორთოდონტია.

ექიმი თამარ ჯიქია

თერაპია, ქირურგია.

ექიმი ხათუნა ხუბაშვილი

თერაპია, ქირურგია.

ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ!

დაგვიკავშირდით

ულტრადენტი
მდებარეობა

ქალაქი რუსთავი ლეონიძის №12

ელექტრონული ფოსტა
ტელეფონი
კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით
სამუშაო საათები

ორშაბათი-პარასკევი

09.00 AM – 18.00 PM

შაბათი

10.00 AM – 14.00 PM
კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით
Scroll